WhatsApp Image 2025-08-19 at 03.17.07_a7faa14e

The English version of our
website will be available shortly.

In the meantime, please visit our Georgian site or
contact us at -
kwontaekwondoclub@gmail.com


ჩვენი კლუბი ღიაა დამწყებთათვის, მომავალი ჩემპიონებისთვის. მიიღებიან როგორც
ბავშვები 5–12 წლიდან, ასევე მოზარდები (13–17 წელი) და ზრდასრულები (18 წლიდან).
(ზრდასრულთა შემთხვევაში - სპორტული გამოცდილების მქონე
- ამ ეტაპზე კლუბში არ ტარდება
სამოყვარულო სახის ვარჯიშები).

ვარჯიშებზე მეტწილად სასურველია ტრადიციული ტაეკვონდოს ფორმა - დობოკი, თუმცა
არ არის აუცილებელი ყოველთვის და განსაკუთრებით კი დაწყებით ეტაპზე.
შესაძლებელია (მოხერხებული და წელვადი) სპორტული ტანსაცმელიც. ასევე
საჭიროა სპორტული ჩანთა და პირადი ჰიგიენის ნივთები (პირსახოცი, წყალი).

ტაეკვონდოს ფორმა (დობოკი) და სხვა საჭირო აღჭურვილობა (ეკიპირება) შესაძლებელია
შეიძინოთ თბილისის სპორტულ მაღაზიებში, ასევე თვითონ მშობელსაც
შეუძლია შეკვეთა უცხოური საიტებიდან, მაგრამ ზომები და
რეკომენდირებული ბრენდები უმჯობესია შეთანხმდეს
მწვრთნელთან.

კლუბში სტანდარტულად არის საკვალიფიკაციო ქამრების სისტემა.
ყველა კანდიდატი გადის (მომზადების დონე, ტექნიკა, ილეთები და სპარინგი) ტესტს.
10 Gup - თეთრი
9-1 Gup ყვითელი → მწვანე → ლურჯი → წითელი
1 Dan - შავი ქამარი (საერთაშორისო აღიარების,
Kukkiwon-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი).

1 Dan - შავი ქამრის აღებისას კლუბი უზრუნველყოფს:
განაცხადის შევსებას, Kukkiwon-თან შუამდგომლობას
და სერტიფიკატის ჩამოტანას სამხრეთ კორეიდან.

კლუბი საკმაოდ ხშირად ატარებს სპორტულ შეკრებებს და ყოველწლიურად მონაწილეობს
როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში სისტემატურად.
ბოლო წლებში ჩატარებული შეკრებები: ბათუმი 2024, სვანეთი 2020, 2021, 2022, შეკვეთილი
2021, ბაკურიანი 2017, 2019, სურამი 2018, ქობულეთი 2016, 2021, ფშავი 2018,

ტაეკვონდოს სპორტული კლუბი კვონი არის საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული
ფედერაციის ოფიციალური წევრი, რომელიც არის აღიარებული საერთაშორისო
ორგანიზაციებით, მათ შორის: World Taekwondo (WT), WTEU, Kukkiwon, IOC.

კლუბი კვონი თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით
მოქმედ ტაეკვანდოს კლუბებთან და სკოლებთან:
თბილისი:
WARRIORS - გლდანი
GEORGIAN TAEKWONDO NATIONAL ACADEMY - დიღომი

რეგიონები:
CHAGI (მარნეული)
სადახლოს სპორტული ჯგუფი
მარნეულის სპორტული ჯგუფი
GORIJVARI (გორი)

გთხოვთ იხილოთ დეტალური განრიგი ვარჯიშების განრიგის გვერდზე

დაგვიკავშირდით პირდაპირ:
📱 ტელეფონი: 574 80 23 99
ან ეწვიეთ კონტაქტის გვერდს