ჩვენს შესახებ

საქართველოში, სამხრეთ კორეული საბრძოლო ხელოვნების ტაეკვონდოს დასაბამად 1995 წელი ითვლება.

2000 წლიდან, ტაეკვონდო, ოფიციალურად იქნა შეტანილი ოლიმპიადის პროგრამაში და ამავე წელს, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტაეკვონდოში, პირველი შეჯიბრი გაიმართა.

ტაეკვონდოს კლუბის მიზნებია: ტაეკვონდოს როგორც სპორტის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და მუდმივი განვითარება; თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებო, კულტურული და ჰუმანური ფასეულობები; ცხოვრების ჯანსაღი წესის რეალური დამკვიდრება; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის როლის ამაღლება; მოკლევადიანი თუ მრავალწლიანი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებში კლუბის გამოსვლა; ტაეკვონდოს ინტერესების განხორციელება საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, მსოფლიო და ევროპული ფედერაციების, სახელმწიფო ადგილობრივი სტრუქტურების და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წინაშე.

ტაეკვონდოს კლუბი კვონი შეიმუშავებს და ახორციელებს ტაეკვონდოს განვითარების პროგრამებს, ქმნის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ მომზადებას და მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში.