ㅤგაწევრიანებაㅤ
ㅤგაწევრიანებაㅤ

გაწევრიანება

ჩვენი კლუბი ღიაა დამწყებთათვის, მომავალი ჩემპიონებისთვის. ვარჯიშები
მიმდინარეობს ოფიციალურ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში. მიიღებიან როგორც
ბავშვები 5–12 წლიდან, ასევე მოზარდები (13–17 წელი) და ზრდასრულები (18 წლიდან).
(ზრდასრულთა შემთხვევაში - სპორტული გამოცდილების მქონე
- ამ ეტაპზე კლუბში არ ტარდება სამოყვარულო სახის ვარჯიშები).

კლუბში გასაწევრიანებლად / დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ
დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე

574 80 23 99

„ჩვენთან მოქმედებს დაკვირვების პრინციპი: შეგიძლიათ დაესწროთ 2-3 საცდელ ვარჯიშს, დააკვირდეთ
სასწავლო პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბში გაწევრიანებაზე''.

დაჯავშნეთ

შეგიძლიათ გვეწვიოთ მისამართზე:
გლდანის ,,ა" მ/რ, სპორტული კომპლექსი ,,ბლექ სი 1''
(მეორე სართული)

ასევე დაგვიკავშირდეთ Facebook ან Instagram გვერდის საშუალებით


ვარჯიშებზე მეტწილად სასურველია ტრადიციული ტაეკვონდოს ფორმა - დობოკი,
თუმცა არ არის ყოველთვის აუცილებელი (განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე).
- ტაეკვონდოს ფორმის ალტერნატივა არის მოხერხებული და წელვადი სპორტული ტანსაცმელი.

ვარჯიშებისთვის საჭირო აღჭურვილობა: სპორტული ჩანთა, პირადი ჰიგიენის ნივთები (პირსახოცი, წყალი).

ტაეკვონდოს ფორმა (დობოკი) და სხვა საჭირო აღჭურვილობა (ეკიპირება) შესაძლებელია
შეიძინოთ თბილისის სპორტულ მაღაზიებში. შესაძლებელია შეკვეთა ასევე უცხოური საიტებიდან
- მაგალითად adidascombatsports (ზომები და რეკომენდირებული ბრენდები უმჯობესია შეთანხმდეს
მწვრთნელთან).

ვარჯიშების განრიგი

კლუბი საკმაოდ ხშირად ატარებს სპორტულ შეკრებებს და ყოველწლიურად, სისტემატურად
მონაწილეობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

„კლუბის წევრები ეროვნული ნაკრების ეგიდით ასპარეზობენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. პარალელურად, კლუბი თავად აორგანიზებს სხვადასხვა ქვეყანაში გასამართ საერთაშორისო რანგის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას და ხელს უწყობს სპორტსმენთა მუდმივ განვითარებას''.


კლუბში სტანდარტულად არის საკვალიფიკაციო ქამრების სისტემა.
ყველა კანდიდატი გადის (მომზადების დონე, ტექნიკა, ილეთები და სპარინგი) ტესტს.

10 Gup - თეთრი

9-1 Gup ყვითელი → მწვანე → ლურჯი → წითელი

1 Dan - შავი ქამარი (საერთაშორისო აღიარების,
Kukkiwon-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი).

1 Dan - შავი ქამრის აღებისას კლუბი უზრუნველყოფს:
განაცხადის შევსებას, Kukkiwon-თან შუამდგომლობას
და სერტიფიკატის ჩამოტანას სამხრეთ კორეიდან.


ტაეკვონდოს სპორტული კლუბი კვონი არის საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული
ფედერაციის ოფიციალური წევრი, რომელიც არის აღიარებული საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ, მათ შორის:
მსოფლიო ტაეკვონდო - World Taekwondo (WT)
ევროპის ტაეკვონდოს კავშირი - European Taekwondo Union (ETU)
კუკივონი (ტაეკვონდოს მსოფლიო შტაბ-ბინა) - Kukkiwon (World Taekwondo Headquarters)
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი - International Olympic Committee (IOC)

კლუბი კვონი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით
მოქმედ ტაეკვონდოს კლუბებთან და სკოლებთან:
თბილისი:
უორიორსი / Warriors - გლდანი
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული აკადემია / Georgian Taekwondo National Academy (GTNA) - დიღომი
ტკდპანდა / TkdPanda - თემქა

რეგიონები:
Chagi (მარნეული)
სადახლოს სპორტული ჯგუფი
მარნეულის სპორტული ჯგუფი
Gorijvari (გორი)


დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე
574 80 23 99,
ან ეწვიეთ ,,კონტაქტის'' გვერდს.