დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდით

გაწევრიანება

ჩვენი კლუბი ღიაა დამწყებთათვის, მომავალი ჩემპიონებისთვის. მიიღებიან როგორც
ბავშვები 5–12 წლიდან, ასევე მოზარდები (13–17 წელი) და ზრდასრულები (18 წლიდან).
(ზრდასრულთა შემთხვევაში - სპორტული გამოცდილების მქონე
- ამ ეტაპზე კლუბში არ ტარდება
სამოყვარულო სახის ვარჯიშები).

„ჩვენთან მოქმედებს დაკვირვების პრინციპი: შეგიძლიათ დაესწროთ 2-3 საცდელ ვარჯიშს, დააკვირდეთ სასწავლო პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბში გაწევრიანებაზე''.


ვარჯიშებზე მეტწილად სასურველია ტრადიციული ტაეკვონდოს ფორმა - დობოკი, თუმცა
არ არის აუცილებელი ყოველთვის (განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე).
ტაეკვონდოს ფორმის ალტერნატივა არის მოხერხებული და წელვადი სპორტული ტანსაცმელი.
საჭირო არის სპორტული ჩანთა, პირადი ჰიგიენის ნივთები (პირსახოცი, წყალი).

ტაეკვონდოს ფორმა (დობოკი) და სხვა საჭირო აღჭურვილობა (ეკიპირება) შესაძლებელია
შეიძინოთ თბილისის სპორტულ მაღაზიებში.
შესაძლებელია შეკვეთა ასევე უცხოური საიტებიდან (ზომები და
რეკომენდირებული ბრენდები უმჯობესია შეთანხმდეს
მწვრთნელთან).


კლუბში სტანდარტულად არის საკვალიფიკაციო ქამრების სისტემა.
ყველა კანდიდატი გადის (მომზადების დონე, ტექნიკა, ილეთები და სპარინგი) ტესტს.

10 Gup - თეთრი

9-1 Gup ყვითელი → მწვანე → ლურჯი → წითელი

1 Dan - შავი ქამარი (საერთაშორისო აღიარების,
Kukkiwon-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი).

1 Dan - შავი ქამრის აღებისას კლუბი უზრუნველყოფს:
განაცხადის შევსებას, Kukkiwon-თან შუამდგომლობას
და სერტიფიკატის ჩამოტანას სამხრეთ კორეიდან.


კლუბი საკმაოდ ხშირად ატარებს სპორტულ შეკრებებს (ბათუმი 2024, სვანეთი 2020, 2021, 2022, შეკვეთილი
2021, ბაკურიანი 2017, 2019, სურამი 2018, ქობულეთი 2016, 2021, ფშავი 2018) და ყოველწლიურად, სისტემატურად
მონაწილეობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

„კლუბის წევრები ეროვნული ნაკრების ეგიდით ასპარეზობენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. პარალელურად, კლუბი თავად აორგანიზებს სხვადასხვა ქვეყანაში გასამართ საერთაშორისო რანგის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას და ხელს უწყობს სპორტსმენთა მუდმივ განვითარებას''.

ტაეკვონდოს სპორტული კლუბი კვონი არის საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული
ფედერაციის ოფიციალური წევრი, რომელიც არის აღიარებული საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ, მათ შორის:
World Taekwondo (WT), European Taekwondo Union (ETU),
Kukkiwon (World Taekwondo Headquarters),
International Olympic Committee (IOC).

კლუბი კვონი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით
მოქმედ ტაეკვონდოს კლუბებთან და სკოლებთან:
თბილისი:
Warriors- გლდანი
Georgian Taekwondo National Academy- დიღომი

რეგიონები:
Chagi (მარნეული)
სადახლოს სპორტული ჯგუფი
მარნეულის სპორტული ჯგუფი
Gorijvari (გორი)


გთხოვთ იხილოთ დეტალური განრიგი „ვარჯიშების განრიგის“ გვერდზე.

დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე
574 80 23 99,
ან ეწვიეთ კონტაქტის გვერდს.