ჩვენს შესახებ
1993
ტაეკვონდოს კლუბი „კვონი“ დაარსდა 1993 წელს დავით ბაბუაძის მიერ. კლუბში სწავლება მიმდინარეობს ოფიციალურ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში (ტაეკვონდო WT 2000 წლიდან არის ოლიმპიურ თამაშების პროგრამაში). 2020 წლიდან კლუბის მთავარი მწვრთნელი არის ზაზა უმფრიანი - Kukkiwon-ის (2022 წელს სამხრეთ კორეაში - ქ. მუჯუ, წარმატებით დაასრულა Global Taekwondo Master Training Program კურსები) მიერ სერტიფიცირებული მე-3 კლასის საერთაშორისო მწვრთნელი (IV დანი)
კლუბი უკვე 9 წელია ფუნქციონირებს გლდანის სპორტულ კომპლექს
„ბლექ სი 1“-ში.
„ბლექ სი 1“-ში.
კლუბ კვონის სპორტსმენები ადრეული, ძველი წლებიდან დღემდე, რეგულარულად ხდებიან საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები და ხვდებიან საქართველოს ტაეკვონდოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.
2015 წლიდან თბილისის გარდა უკვე მარნეულშიც ფუნქციონირებს ტაეკვონდოს ჯგუფი. თბილისელი და მარნეულელი სპორტსმენები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ერთობლივ საწვრთნელ შეკრებებსა თუ ღონისძიებებში.
ტაეკვონდოს ჯგუფთა მოსწავლეები გადიან ტაეკვონდოს ქამრების გამოცდებს და ენიჭებათ შესაბამისი სერტიფიკატი, სისტემატურად იღებენ მონაწილეობას საქართველოს, რაიონულ და ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში და აღწევენ წარმატებას, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისევე საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებზე. მონაწილეობენ ზამთრისა და საზაფხულო შეკრებებში, ხვდებიან საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.
ისტორია
(ტაეკვონდო -კლუბი კვონი)
(ტაეკვონდო -კლუბი კვონი)
1993 წელს საქართველოში ტაეკვონდოს ფედერაციის შექმნის წელს, დამფუძვნებელთა შორის ერთ-ერთი იყო დავით ბაბუაძე, რომელმაც ამავე წელს დაარსა კლუბი ,,კვონი''.
დავით ბაბუაძე
1996-2014 წლები - საქართველოს ტაეკვონდოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
2014-2020 წლებში - საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
2020-2023 - ტაეკვონდოს სპორტული კლუბ ,,იდაბლოკო“ (ტალინი, ესტონეთი) - მთავარი მწვრთნელი.
იგი 1987 წლიდან ვარჯიშობს საბრძოლო ხელოვნებებში.

ამჟამად კლუბის მთავარი მწვრთნელი არის ზაზა უმფრიანი, რომელიც 2000 წლიდან ვარჯიშობს საბრძოლო ხელოვნებებში (მწვრთნელი: დავით ბაბუაძე).
ზაზა უმფრიანი არის საქართველოს 4-გზის ჩემპიონი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მაღალი რანგის შეჯიბრებებში, არის 2 საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული.
მწვრთნელის ლიცენზია აიღო 2015 წელს.
2022 წლის 16 სექტემბერი - 11 ოქტომბერი კორეის ქალაქ მუჯუში გაიარა Global Taekwondo Master Training Program კურსები და წარმატებით ჩააბარა თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რის შედეგადაც მას შემდეგ რაც აიღო ასევე IV დანი - მიენიჭა ტაეკვონდოს მე-3 კლასის საერთაშორისო მწვრთნელის სტატუსი.
თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო
სამსახურის დაკვეთით ჩატარებული მწვრთნელთა პროფესიული ამაღლების ტრენინგი (2019).
ოლიმპიური სოლიდარობისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მწვრთნელთა ტექნიკური კურსი (2017).
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და coaches across continents (the hat-trick initiative) ტრენინგი 4-8 სექტემბერი (2017).
მწვრთნელთა და მსაჯთა ერთობლივი სასწავლო სემინარები მოწვეულ საერთაშორისო მსაჯ maria mercouri-თან (2016).
მწვრთნელთა გადამზადების ტექნიკური კურსი მოწვეულ კორეელ სპეციალისტ lim jae hyoun-თან (2017).

კლუბის მიზანი
ტაეკვონდოს კლუბი კვონი შეიმუშავებს და ახორციელებს ტაეკვონდოს განვითარების პროგრამებს, ქმნის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ მომზადებას და მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში. კლუბის მიზნებია: ტაეკვონდოს როგორც სპორტის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და მუდმივი განვითარება; თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებო, კულტურული და ჰუმანური ფასეულობები; ცხოვრების ჯანსაღი წესის რეალური დამკვიდრება; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის როლის ამაღლება; მოკლევადიანი თუ მრავალწლიანი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებში კლუბის გამოსვლა; ტაეკვონდოს ინტერესების განხორციელება საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, მსოფლიო და ევროპული ფედერაციების, სახელმწიფო ადგილობრივი სტრუქტურების და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წინაშე.