დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდით

აქტივობები

პერიოდულად იმართება შიდა და კლუბთა შორის ტურნირები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ასაკობრივი და მომზადების დონის მქონე ჯგუფის სპორტსმენები.
მსგავსი ტურნირები მიზნად ისახავს სპორტსმენთა მომზადებას სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის (რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო ჩემპიონატი).

პერიოდულად ასევე ტარდება კლუბების სპორტსმენთა შორის ერთობლივი საწვრთნელი ვარჯიშები, რაც ხელს უწყობს სპორტსმენთა სწავლების პერიოდში დამატებითი ცოდნის შეძენას, სპორტსმენთა შორის ტექნიკური მახასიათებლების კუთხით ცოდნის გაზიარებას, ურთიერთგაცვლას და სწავლას ერთმანეთისაგან.

ორგანიზდება ასევე ჰანმადანგ (Hanmadang) სისტემის ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს ტაეკვონდოს
მრავალმხრივ წარდგენას - შეჯიბრები ტარდება როგორც სპორტულ ორთაბრძოლებში, ისევე სხვა მიმართულებითაც,
კერძოდ სრულდება სხვა ტექნიკური კომპონენტები, მათ შორის - სპორტსმენები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად
წარმოაჩენენ მაღალი დონის ტექნიკას, მაგალითად: ტრადიციული და თავისუფალი სტილით შესრულებული ფორმები
(მოძრაობების და ტექნიკების კომპლექსი), დაფების და საგნების გატეხვა, სხვადასხვა ტექნიკური შესრულება,
სიმძლავრის, სიზუსტისა და კონტროლის დემონსტრაცია, ასევე სპეციალური გატეხვები სირბილით, გადახტომით,
ასევე მრავალდაფიანი გატეხვები, ტექნიკის შესრულება სიმაღლეში და ჰორიზონტალურ ნახტომში და სხვა.


კლუბის მთავარ მწვრთნელს მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი (კვალიფიკაცია)
Kukkiwon-დან (სამხრეთ კორეა), მწვრთნელთა მომზადების პროგრამების
შედგენასა და სემინარების ჩატარებაზე.

კლუბში სტანდარტულად არის საკვალიფიკაციო ქამრების სისტემა.
ყველა კანდიდატი გადის (მომზადების დონე, ტექნიკა, ილეთები და სპარინგი) ტესტს.

10 Gup - თეთრი
9-1 Gup ყვითელი → მწვანე → ლურჯი → წითელი
1 Dan - შავი ქამარი (საერთაშორისო აღიარების,
Kukkiwon-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი).
1 Dan - შავი ქამრის აღებისას კლუბი უზრუნველყოფს:
განაცხადის შევსებას, Kukkiwon-თან შუამდგომლობას
და სერტიფიკატის ჩამოტანას სამხრეთ კორეიდან.


კლუბი საკმაოდ ხშირად ატარებს სპორტულ შეკრებებს და ყოველწლიურად, სისტემატურად
მონაწილეობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ბოლო წლებში ჩატარებული შეკრებები: ბათუმი 2024, სვანეთი 2020, 2021, 2022, შეკვეთილი
2021, ბაკურიანი 2017, 2019, სურამი 2018, ქობულეთი 2016, 2021, ფშავი 2018.