დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდით

ტაეკვონდო

ტაეკვონდოს ისტორიული ფესვები მოდის ისეთი ძველი კორეული საბრძოლო ხელოვნებებიდან, როგორიცაა სუბაკი და ტაეკიონი,
მაგრამ როგორც თანამედროვე სისტემა, ტაეკვონდო ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში, კორეის ომის შემდეგ, როდესაც
რამდენიმე საბრძოლო სტილი გაერთიანდა.

taekwondo-korean-2654-13919-300x300

1973 წელს სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ტაეკვონდოში.
1980 წელს IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ცნობს ტაეკვონდოს
როგორც საერთაშორისო სპორტს.

ტაეკვონდო ოლიმპიურ თამაშებზე ჩნდება 1988 წლიდან

1988 წელს სეულში (სამხრეთ კორეა), ტაეკვონდო პირველად გამოჩნდა ოლიმპიურ თამაშებზე როგორც საჩვენებელი სპორტი, ეს იყო დიდი ნაბიჯი კორეული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენებმა, თუმცა მედლები არ გადანაწილებულა ოფიციალურად.



1992 წელს ბარსელონაში ტაეკვონდო
ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ
საჩვენებელი (სატესტო) დისციპლინა იყო.


უკვე 2000 წელს სიდნეიში (ავსტრალია) ტაეკვონდო პირველად გახდა ოფიციალური ოლიმპიური დისციპლინა. მედლები გადანაწილდა მამაკაცებსა და ქალებში 4-4 წონით კატეგორიაში.

შემდგომი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა:
2004 წელს ათენში (საბერძნეთი)
2008 წელს პეკინში (ჩინეთი)
2012 წელს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)
2016 წელს რიოში (ბრაზილია)
2020 წელს ტოკიოში (იაპონია)
2024 წელს კი პარიზში (საფრანგეთი)
- ტაეკვონდო კვლავ არის პროგრამაში.
ტაეკვონდო მნიშვნელობით და გავლენით დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აღიარებული საბრძოლო ხელოვნებაა მსოფლიოში, ის 210-ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება და მას ასეულობით მილიონი ადამიანი ეუფლება.

ტაეკვონდო უამრავ ახალგაზრდას ეხმარება დისციპლინის და ფიზიკური გამძლეობის ჩამოყალიბების და განვითარების გზაზე, აუმჯობესებს მოქნილობასა და სისწრაფეს, ასწავლის პატივისცემასა და თვითკონტროლს, ხელს უწყობს ახალგაზრდების პოზიტიურ სოციალურ განვითარებას.

დღევანდელი მონაცემებით, ტაეკვონდოს ოფიციალურად და რეგულარულად
ვარჯიშობს დაახლოებით 80, 000, 000 ადამიანი, მაგალითად:
სამხრეთ კორეა: 4,000,000 ადამიანი, რეგისტრირებული 9656 კლუბი (გიმნაზია).
აშშ: 2,000,000 აქტიური პრაქტიკოსი, ათასობით კლუბი და სკოლა მთელს ქვეყანაში.
მექსიკა: 1,200,000 აქტიური სპორტსმენი, 1200-მდე ტაეკვონდოს სკოლა.
თურქეთი: 400,000 სპორტსმენი, 500-მდე ოფიციალური ტაეკვონდოს სკოლა.
ბრაზილია: 500 000 ტაეკვონდოისტი.
ირანი: 300,000 წევრი.
საფრანგეთი: 50 000 ოფიციალური წევრი, დაახლოებით 900 კლუბი
ესპანეთი: 45 000 აქტიური სპორტსმენი.

ტაეკვონდოს ოფიციალურ ტრადიციულ ცენტრს კუკივონი ჰქვია, რომელიც მდებარეობს სეულში (სამხრეთ კორეა).
კუკივონი არის ტაეკვონდოს აკადემიური და კულტურული ცენტრი, სადაც გაიცემა შავი ქამრების სერტიფიკატები, ტარდება საერთაშორისო გამოცდები და ხდება ინსტრუქტორთა სერტიფიცირება და ტექნიკური სტანდარტების განსაზღვრა.


ტაეკვონდოში 4 ძირითადი მიმართულებაა:
1. კიორუგი - სპორტული, დინამიური ბრძოლა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზეც არის წარმოდგენილი - სპორტსმენები აქ აქტიურად იყენებენ სისწრაფეს, ტექნიკასა და ტაქტიკას.
2. პუმსე - ფორმალური მოძრაობების და ტექნიკების კომპლექსი, რომელიც ასწავლის სიზუსტეს, კონცენტრაციას და შინაგან სიმშვიდეს.
3. კიოკპა / დემო - ტექნიკის დემონსტრაცია საგნების გატეხვით, რომელიც მოითხოვს ძალას, სიზუსტეს, ტრიუკების ცოდნას და ქორეოგრაფიას.
4. ჰოშინსული - საფუძვლიანი ტაეკვონდო.


ტაეკვონდოს პოპულარობას გარდა ოლიმპიური თამაშებისა ხელს უწყობს მრავალი მაღალი დონის კიორუგის სპორტული
ღონისძიებები, როგორიცაა: მსოფლიო ჩემპიონატები, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები, პარატაეკვონდო
(პარაოლიმპიური დისციპლინა), ევროპის ჩემპიონატები, G-კლასის სარეიტინგო ტურნირები (G1, G2 და სხვ.),
გრანპრი და გრანსლემი - უმაღლესი დონის საერთაშორისო სერიები, ასევე შეჯიბრებები პუმსეში და სხვ.