დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდით

მწვრთნელები

112441577642
ზაზა უმფრიანი
მწვრთნელის ლიცენზია აიღო 2015 წელს.

საქართველოს 4 გზის ჩემპიონი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მაღალი რანგის შეჯიბრებებში, არის 2 საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული.

2022 წლის 16 სექტემბერი - 11 ოქტომბერი კორეის ქალაქ მუჯუში გაიარა Global Taekwondo Master Training Program კურსები და წარმატებით ჩააბარა თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რის შედეგადაც მას შემდეგ რაც აიღო ასევე IV დანი - მიენიჭა ტაეკვონდოს მე-3 კლასის  საერთაშორისო მწვრთნელის სტატუსი.

თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაკვეთით ჩატარებული  მწვრთნელთა პროფესიული ამაღლების ტრენინგი (2019).

ოლიმპიური სოლიდარობისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
მწვრთნელთა ტექნიკური კურსი 13-27 სექტემბერი (2017).

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და
Coaches Across Continents (The Hat-Trick Initiative) 18 საათიანი ტრენინგი (4-8 სექტემბერი (2017).

მწვრთნელთა და მსაჯთა ერთობლივი სასწავლო სემინარები მოწვეულ საერთაშორისო
მსაჯ Maria Mercouri-თან 29-30 ივლისი (2016).

მწვრთნელთა გადამზადების ტექნიკური კურსი მოწვეულ კორეელ სპეციალისტ
Lim Jae Hyoun-თან 25 სექტემბერი (2017).