ㅤგაწევრიანებაㅤ
დაგვიკავშირდით
ბათუმის საერთაშორისო ტურნირი 2026
მთავარი / სიახლეები & ბლოგი  /  ბათუმის საერთაშორისო ტურნირი 2026

ბათუმში რიგით მეოთხედ ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე Batumi Open 2026, სადაც 9 ქვეყნის დაახლოებით 600-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, წარმატებით იასპარეზეს ტაეკვონდოს კლუბ ,,კვონის“ სპორტსმენებმა:
გიორგი კობაიძემ -63 კგ წონით კატეგორიაში ერთდროულად დიდებსა და 21-წლამდელთა შორის იასპარეზა და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა. მან ტურნირი ორი ოქროს მედლით დაასრულა.
წარმატებული გამოსვლა ჰქონდა მერაბ ელიბაშვილს, რომელმაც 21-წლამდელთა კატეგორიაში (-54 კგ) იასპარეზა და ასევე პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩეხეთის, ირანის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ქუვეითის გუნდები, რაც შეჯიბრს მაღალი დონის საერთაშორისო კონკურენციას სძენდა.
Batumi Open კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის ისეთი საერთაშორისო დონის ტურნირი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი სპორტსმენები, მათ შორის მათი ასაკობრივი ნაკრების წევრები იღებენ მონაწილეობას. ასეთ კონკურენტულ გარემოში მიღწეული შედეგები კლუბ „კვონის“ სპორტსმენების მომზადებისა და გაწეული შრომის კიდევ ერთი დასტურია.
ორი ჩემპიონი და სამი ოქროს მედალი - აღნიშნულ ტურნირზე მიღწეული შედეგი კლუბისთვის არის მნიშვნელოვანი წარმატება და ამავდროულად ახალი საერთაშორისო გამოწვევებისთვის ძლიერი მოტივაცია.

post categories
ბოლო ჩანაწერები