ㅤ2026 წლის 17 ოქტომბერს, ტაეკვონდოს კლუბმა „კვონმა“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მარნეულში გამართულ საერთო მოსამზადებელ შეხვედრაში, სადაც ჩვენი კლუბის 9 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს სწავლების პერიოდში სპორტსმენთათვის დამატებითი ცოდნის შეძენას, პროფესიულ ზრდას, ტექნიკური მახასიათებლების კუთხით ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებას, და მზადებას სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის. ასევე ხელს უწყობს მეგობრული კავშირების გაღრმავებას და მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონებში ტაეკვონდოს პოპულარიზაციას.
ㅤმარნეულში გამართულ ერთობლივ საწვრთნელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
- ტაეკვონდოს კლუბი „კვონი“ (თბილისი)
- კლუბი „ჩაგი“ (მარნეული)
- სადახლოს სპორტული ჯგუფი
- კლუბი „ვორიორზი“ (გლდანი)
- მარნეულის სპორტული ჯგუფი
- ტაეკვონდოს აკადემია (თბილისი)
ㅤღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინტენსიური სპარინგების სესიები. სხვადასხვა ასაკობრივი და წონითი კატეგორიის სპორტსმენებმა ჩაატარეს მრავალი საინტერესო შეხვედრა, დახვეწეს სხვადასხვა ტექნიკური თუ ტაქტიკური ელემენტები და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.
ㅤკლუბი „კვონი“ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სტუმრებს, მშობლებს და თითოეული კლუბის ყველა მწვრთნელს და წევრს, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებასა და მთელს მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. ქალაქ მარნეულში ჩატარებული აქტივობა კლუბ „კვონისთვის“ იყო ნაყოფიერი და წარმატებული ნაბიჯი სისტემატური ვარჯიშებისა და მომავალი ჩემპიონატებისთვის აქტიური მზადების პერიოდში.
