ㅤგაწევრიანებაㅤ
ㅤგაწევრიანებაㅤ
#3 | ტაეკვონდო როგორც სპორტული რეჟიმი: პასუხები კითხვებზე, რაც ვარჯიშთან და ტაეკვონდოსთან არის დაკავშირებული

/ სიახლეები & ბლოგი 

ბლოგი
ბოლო სიახლეები / ჩანაწერები

ㅤსპორტული წრის შერჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც ბევრი შეკითხვა ახლავს თან - ასაკთან დაკავშირებული საკითხებიდან და ტაეკვონდოს სპეციფიკიდან დაწყებული, განრიგითა და პირობებით დამთავრებული. იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იყოს, გთავაზობთ იმ აქტუალურ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ხშირად ისმევა - განვიხილავთ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სპორტულ ცხოვრებაში ჩართვისა და დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვისას.

  • დროის მენეჯმენტი და დისციპლინა
    სპორტი ეხმარება დღის რეჟიმის სწორად განაწილებაში. რეგულარული ვარჯიში ავითარებს თვითდისციპლინას, რაც დადებითად აისახება სწავლის და საშინაო დავალებების მომზადებასა და დროის ეფექტურ მართვაზე.

  • ფიზიკური და ემოციური ბალანსი
    სწავლაში მიღებული გონებრივი დატვირთვის შემდეგ, ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი საუკეთესო
    საშუალებაა ენერგიის აღსადგენად. ეტაპობრივი დატვირთვა იცავს მოსწავლეს გადაღლისგან.

  • პროფესიონალური გარემო და პრიორიტეტები
    სრულფასოვანი გარემოს შექმნა არის პრიორიტეტი - დაწყებული უსაფრთხო ეკიპირებით, დამთავრებული კვალიფიციური მწვრთნელების მეთვალყურეობით.

  • ტაეკვონდო მხოლოდ უბრალოდ წრე არ არის - ეს ოლიმპიური სპორტია - რით განსხვავდება პროფესიული კლუბის აქცენტები ჩვეულებრივი სამოყვარულო წრისგან?
    სამოყვარულო აქტივობისგან განსხვავებით, პროფესიულ კლუბში ვარჯიში დისციპლინასთან ერთად მიმდინარეობს გრძელვადიან პერსპექტივაში სპორტსმენის ინდივიდუალურ პროგრესზე ზრუნვით, ოფიციალური ქამრების ატესტაციით, ორგანიზებული სპორტული სისტემით.

1. საორგანიზაციო საკითხები და მიღება:

  • რა ასაკიდან მიიღებიან ტაეკვონდოზე?
    პასუხი: 5 წლიდან.

  • როდის არის ახალი ნაკადების მიღება?
    პასუხი: ძირითადი მიღებები სექტემბერსა და თებერვალში მიმდინარეობს, თუმცა თავისუფალი ადგილების მიხედვით ჩაწერა შესაძლებელია წლის განმავლობაშიც.

  • როგორ ჩავეწეროთ საცდელ ვარჯიშზე?
    პასუხი: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ვარჯიშის მსურველის სახელი და ასაკი და მწვრთნელი შეგირჩევთ შესაბამის დროს.

  • საჭიროა თუ არა რაიმე წინასწარი სპორტული მომზადება ბავშვისთვის?
    პასუხი: არა, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე მიღება ხდება ნულოვანი გამოცდილებით - სისწრაფე, მოქნილობა, კოორდინაცია - დროთა განმავლობაში ვითარდება.

  • რამდენი საცდელი ვარჯიშია გათვალისწინებული?
    პასუხი: შესაძლებელია დასწრება 2-3 საცდელ და დაკვირვებით ვარჯიშზე, რის შემდეგაც იღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანებაზე.

  • ტარდება თუ არა სამოყვარულო ვარჯიშები 18 წელს გადაცილებული დამწყებებისთვის?
    პასუხი: ამ ეტაპზე ზრდასრულთა ჯგუფში მიიღებიან მხოლოდ სპორტული გამოცდილების მქონენი.

2. ლოკაცია, სავარჯიშო პირობები და ეკიპირება:

  • სად მდებარეობს კლუბ „კვონის“ დარბაზი?
    პასუხი: კლუბ „კვონის“ დარბაზი მდებარეობს გლდანში, „ა“მ/რ, სპორტულ კომპლექს„ბლექ სი 1“-ში (მეორე სართული).

  • როგორი პირობებია დარბაზში?
    პასუხი: თანამედროვე, ვენტილირებადი სავარჯიშო სივრცე, აღჭურვილი პროფესიონალური ტატამითა და ინვენტარით.

  • სად შეუძლიათ მშობლებს დალოდება ვარჯიშის მიმდინარეობისას?
    პასუხი: სპორტულ კომპლექსში მოწყობილია კომფორტული მოსაცდელი სივრცე მშობლებისთვის.

  • რა არის საჭირო პირველ (საცდელ) ვარჯიშებზე?
    პასუხი: ჩვეულებრივი მოსახერხებელი სპორტული შარვალი, მაისური და წინდები
    (ან ფეხშიშველი) და წყალი.

  • როდის არის საჭირო სპეციალური ფორმის (დობოკის) შეძენა?
    პასუხი: რეკომენდებულია საცდელი პერიოდის გავლისა და რეგულარული ვარჯიშის დაწყების შემდეგ (კლუბში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ) - სურვილისამებრ, პირველი 1–2 თვის განმავლობაში. პროფესიონალური ბრენდების (Adidas, Daedo, Kwon, Jcalicu, Mooto, KPNP) შეძენამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მწვრთნელთან

  • არის თუ არა ფასდაკლება, თუ ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლე ივარჯიშებს?
    პასუხი: დედმამიშვილების შემთხვევაში კლუბში მოქმედებს სპეციალური შეღავათი, ყოველ შემდეგ წევრზე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.
  • რა დამატებითი ინვენტარის შეძენაა საჭირო სახლში ვარჯიშისთვის?
    პასუხი: სახლში სპეციალური ინვენტარი აუცილებელი არ არის - განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. საკმარისია მოსახერხებელი სივრცე გაწელვებისა და საბაზისო ელემენტების გასამეორებლად. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პატარა „ლაპის" (დარტყმის დასამუშავებელი) შეძენა.

  • რამდენად ხშირად სუფთავდება დარბაზი?
    პასუხი: ჰიგიენის ნორმების დაცვა პრიორიტეტულია, ტატამი და დარბაზი ლაგდება და სუფთავდება რეგულარულად.

3. სასწავლო პროცესი:

  • რამდენად დაცული სპორტია ზოგადად ტაეკვონდო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის?
    პასუხი: ტაეკვონდოში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებია - სპარინგების დროს გამოიყენება სპეციალური დამცავი ეკიპირება (ჩაფხუტი, ჟილეტი, დამცავები), ხოლო ვარჯიშები კვალიფიციური მწვრთნელის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

  • დღის რეჟიმის მართვა: როგორ შევათავსოთ სკოლა, საშინაო დავალებები და ვარჯიში ერთმანეთთან?
    პასუხი: ვარჯიში აყალიბებს დროის მენეჯმენტსა და დისციპლინას, რაც ეხმარება დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვას ისე, რომ სწავლის პროცესს ხელი არ შეეშალოს.
  • რა ხდება, თუ მოსწავლემ გააცდინა ვარჯიში სხვადასხვა მიზეზის გამო?
    პასუხი: გაცდენილი საათების ანაზღაურება ან სხვა ჯგუფთან ერთად აღდგენა შესაძლებელია მწვრთნელთან შეთანხმებით.

  • როგორ ვუდგებით ვარჯიშის მიტოვების სურვილის შემთხვევას (მოტივაციის დაცემას)?
    პასუხი: მწვრთნელი იყენებს წახალისების სისტემას, აყენებს მოკლევადიან მიზნებს (ახალი ილეთი, მორიგი ქამარი) და ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე.

  • რა ხდება, თუ მოსწავლე ვარჯიშზე იგვიანებს სკოლის ან საცობების გამო?
    პასუხი: დაგვიანება კრიტიკული არ არის - მოსწავლე უერთდება ჯგუფს, თუმცა ტრავმის პრევენციისთვის მწვრთნელის მეთვალყურეობით ჯერ ასრულებს ინდივიდუალურ გახურებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ძირითად სავარჯიშო პროცესებზე.

  • შეიძლება თუ არა ტაეკვონდოს ვარჯიში, ბრტყელფეხიანობის შემთხვევაში?
    პასუხი: დიახ, ტატამზე ფეხშიშველი ვარჯიში, თითის წვერებზე ნახტომები და ტერფის სპეციფიკური მოძრაობები ამაგრებს ტერფის კუნთოვან კორსეტს, რაც დადებითად მოქმედებს ბრტყელფეხიანობის დროს (რეკომენდებულია წინასწარ ორთოპედის კონსულტაცია მკვეთრი ბრტყელფეხიანობის შემთხვევებისთვის).

  • როგორ არიან დაცული მოსწავლეები გადაღლისგან?
    პასუხი: ხშირ შემთხვევაში ვარჯიშებში ჩართულია სხვადასხვა, მრავალფეროვანი თამაშობები, მოქნილობისა და სისწრაფის სავარჯიშოებით, ხოლო დატვირთვები იზრდება ეტაპობრივად, რათა სპორტი მოსწავლისთვის იყოს საინტერესოც.

  • შეიძლება თუ არა ტაეკვონდოს შეთავსება ფეხბურთთან ან კალათბურთთან?
    პასუხი: ,,ძირითადი სპორტის'' არჩევის შემთხვევაში, შემდეგ უკვე შეთავსებულად მასთან ერთად სხვადასხვა სპორტში ჩართულობა არ არის ხელისშემშლელი. ტაეკვონდო შესანიშნავად ავითარებს კოორდინაციას, რეაქციის სისწრაფესა და მოქნილობას, რაც მოსწავლეს ნებისმიერ სხვა სპორტში ეხმარება. ტაეკვონდო შესანიშნავად ავითარებს კოორდინაციას, რეაქციის სისწრაფესა და მოქნილობას, რაც მოსწავლეს ნებისმიერ სხვა სპორტში ეხმარება. ამავდროულად, სხვა სპორტის სახეობებიც ავითარებს სხვადასხვა უნარს და ტაეკვონდოს ვარჯიშისთვის ხშირად დამატებით სარგებლის მომტანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშების დატვირთვა და შეთავსება მწვრთნელთან შეთანხმებით და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდებოდეს.

  • როგორი უნდა იყოს კვების დრო ვარჯიშის წინ?
    პასუხი: რეკომენდებულია მოსწავლემ ისაუზმოს ან ისადილოს ვარჯიშამდე 1.5 - 2 საათით ადრე.

  • რა ხდება, თუ მოსწავლეს სხვადასხვა მიზეზით გაუცდება 2 კვირაზე მეტი?
    პასუხი: საპატიო მიზეზის შემთხვევაში გაცდენილი პერიოდი კომპენსირდება ან გადადის შემდეგ თვეზე (სასურველია მწვრთნელის საქმის კურსში ჩაყენებაც).

4. სავარჯიშო რეჟიმი:

  • როგორია სავარჯიშო განრიგი?
    პასუხი: მოქმედებს მოქნილი განრიგი (სხვადასხვა ჯგუფისთვის გამოყოფილია მოსახერხებელი საათები).

  • კვირაში რამდენჯერ ტარდება ვარჯიში?
    პასუხი: სტანდარტულად ვარჯიშები ტარდება კვირაში მინიმუმ 3-ჯერ (ჯგუფიდან გამომდინარე).

  • როგორ იღებს მშობელი უკუკავშირს პროგრესზე?
    პასუხი: მწვრთნელი აწვდის მშობელს ინფორმაციას ყველანაირ პროცესსა თუ პროგრესზე.

  • არის თუ არა ვარჯიში ზაფხულის არდადეგების პერიოდში?
    პასუხი: სკოლების დასრულების შემდეგ ზაფხულში ვარჯიშები გრძელდება, რათა სპორტსმენებმა არ დაკარგონ ფორმა, თუმცა განრიგი და საათები შეიძლება მორგებული იყოს საზაფხულო რეჟიმზე - აგვისტოში მეტწილად არის დასვენება, თუმცა ამ თვის გრაფიკი დამოკიდებულია დანიშნული სპორტული შეკრების თარიღზე და რაიმე არსებულ შეჯიბრებაზე და მასზე რეგისტრირებაზე.

  • ტარდება თუ არა ინდივიდუალური ვარჯიშები კლუბში?
    პასუხი: კლუბის ძირითადი ფორმატი ჯგუფური ვარჯიშებია, თუმცა შეჯიბრებებისთვის მზადებისას ან კონკრეტული ტექნიკის დასახვეწად, ხშირად ინიშნება ინდივიდუალური მეცადინეობებიც.

  • როგორ ვითვალისწინებთ მოსწავლის ინდივიდუალურ ფიზიკურ მონაცემებს?
    პასუხი: დატვირთვა ეძლევა მოსწავლის შესაძლებლობების მიხედვით. მწვრთნელი აკვირდება მის პროგრესს და ორგანიზმის ადაპტირებასთან ერთად ეტაპობრივად ზრდის სავარჯიშო ინტენსივობას.

  • შეიძლება თუ არა ვარჯიში კვირაში 2-ჯერ, თუ მოსწავლე არის გადატვირთული?
    პასუხი: ოპტიმალური არის კვირაში 3-ჯერ ვარჯიში, თუმცა ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია განრიგის მორგება მწვრთნელთან შეთანხმებით.

  • რა ხდება უქმე/სადღესასწაულო დღეებში?
    პასუხი: დარბაზი ისვენებს მხოლოდ რამდენიმე დღესასწაულზე. სხვა უქმე დღეებში ვარჯიშები ჩვეულებრივ რეჟიმში ტარდება. ნებისმიერი ასეთი დასვენების დღეების შესახებ მშობლებს წინასწარ ეცნობებათ.

  • ვარჯიშობენ თუ არა ბიჭები და გოგონები ერთად?
    პასუხი: საერთო ფიზიკურ, ტექნიკურ და ტაქტიკურ ვარჯიშებს ბიჭები და გოგონები ერთად გადიან, ვარჯიშებზე სპარინგებისას კი წყვილები ირჩევიან წონის, ასაკის და გამოცდილების გათვალისწინებით.

  • რამდენად არის შესაძლებელი მშობლების ჩართულობა კლუბის აქტივობებში?
    პასუხი: ხშირად ტარდება კლუბური ტურნირები და სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც მშობლები აქტიურად უჭერენ მხარს შვილებს.

5. სპორტული განვითარება, შეჯიბრებები.

  • რა არის კლუბ „კვონის“ მთავარი სპორტული კონცეფცია?
    პასუხი: „სპორტული გზა“: მოსწავლე ➔ ვარჯიში ➔ დისციპლინა ➔ ქამარი ➔ შეჯიბრი ➔ პროგრესი ➔ შედეგი ➔ ჩემპიონატი ➔ ნაკრები ➔ საერთაშორისო ასპარეზი.

  • როგორ ხდება ქამრებში მატება და გამოცდების ჩაბარება?
    პასუხი: ქამრის გამოცდები ტარდება რეგულარულად კლუბის მთავარი მწვრთნელის მიერ (Kukkiwon-ის მიერ სერტიფიცირებული III კლასის საერთაშორისო მწვრთნელი, IV დანი).

  • იღებენ თუ არა კლუბის სპორტსმენები მონაწილეობას ტურნირებში?
    პასუხი: კლუბი აქტიურად მონაწილეობს როგორც ეროვნულ ჩემპიონატებში, ისე საერთაშორისო G-კლასის (სარეიტინგო) ან უფრო მაღალი რანგის ტურნირებში.

  • რამდენი წლის გამოცდილება აქვს ტაეკვონდოს კლუბ „კვონს“?
    პასუხი: კლუბი „კვონი“ დაარსდა 1993 წელს და მას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.

  • რით გამოირჩევა ტაეკვონდო?
    პასუხი: არის ოფიციალური ოლიმპიური სპორტი, რომელიც ვითარდება ფიზიკურ ძალასთან, თვითკონტროლსა და პატივისცემასთან ერთად.

  • რამდენად ხშირად ტარდება შიდა ჩემპიონატები და საკვალიფიკაციო ქამრის ტესტირებები?
    პასუხი: წელიწადში საშუალოდ 5-ჯერ ტარდება საკლუბო ტურნირები. ხოლო ქამრების მისანიჭებელი გამოცდები წელიწადში საშუალოდ 7-ჯერ ტარდება.

  • რა დრო სჭირდება სპორტსმენს პირველ შეჯიბრზე გასასვლელად?
    პასუხი: ეს ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ 6-დან 12 თვემდე ინტენსიური ვარჯიშია საჭირო. შეჯიბრზე გასვლა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლე ფსიქოლოგიურად მზად იქნება, აითვისებს საბაზისო ტექნიკას და აიღებს შესაბამის (მინიმუმ ყვითელ) ქამარს. ეს დამოკიდებულია ასევე ტურნირის მასშტაბზე და დონეზეც, შიდა ტურნირებში მონაწილეობა 3-6 თვეშიც შესაძლებელია,

  • რა კრიტერიუმებით ირჩევა სპორტსმენი შეჯიბრებაზე წასასვლელად?
    პასუხი: გათვალისწინებულია დასწრება, დისციპლინა, ტექნიკური მზადყოფნა, ფიზიკური კონდიცია და მწვრთნელის საბოლოო შეფასება.

  • რა ასაკიდან არის რეკომენდებული პირველ შეჯიბრზე გასვლა?
    პასუხი: შიდა ტურნირებში მონაწილეობა 6-7 წლიდანაც შესაძლებელია, ხოლო საქართველოს ეროვნულ თუ რეგიონალურ ჩემპიონატებზე გასვლა ხდება 8 წლის ასაკიდან (მწვრთნელის შეფასებით).

  • როგორი მიდგომა არსებობს მოსწავლეებში ტურნირზე ასპარეზობის წინ ნერვიულობის მიმართ?
    პასუხი: სპორტულ დარბაზში რეგულარულად ტარდება სიმულირებული სპარინგების სესიები და შიდა ტესტირებები, რათა მოსწავლე შეეჩვიოს შეჯიბრის გარემოს და მსგავსი ნერვიულობა მინიმუმამდე შემცირდეს.

  • ტარდება თუ არა საზაფხულო/საზამთრო სპორტული შეკრებები?
    პასუხი: კლუბი პერიოდულად აორგანიზებს ინტენსიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ შეკრებებს სპორტსმენების ოსტატობის ასამაღლებლად.

  • რა ასაკამდე არის შესაძლებელი ტაეკვონდოში მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა?
    პასუხი: პროფესიონალურ სპორტში აქტიური კარიერა 28-32 წლამდე გრძელდება, თუმცა ტექნიკურ ნაწილში (პუმსე) ასპარეზობა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

  • რა ხდება, თუ მოსწავლე გამოცდაზე ვერ ჩააბარებს მორიგ ქამარს?
    პასუხი: ტაეკვონდოში თითოეულ მოსწავლეს განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. თუ მოსწავლე გამოცდას ვერ ჩააბარებს და რომელიმე ტექნიკური კომპონენტი დამატებით დახვეწას საჭიროებს, მწვრთნელი აძლევს კონკრეტულ სავარჯიშო მითითებებს და მცირე ხანში, მასალის სრულყოფილად ათვისებისთანავე, სპორტსმენი გადის განმეორებით ტესტირებაზე, რაც მას შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და სირთულეების გადალახვას ასწავლის.

  • როგორ ავუხსნათ მოსწავლეს, რომ სპორტში მხოლოდ მოგება ერთადერთი და ყოველთვის მთავარი მიზანი არ არის?
    პასუხი: კლუბ „კვონში“ ვნერგავთ მიდგომას, რომ მოგებასთან ერთად მიზანი საკუთარი გუშინდელის გაუმჯობესებაა.

  • რა განსხვავებაა ელექტრონულ ჟილეტებსა და ჩვეულებრივ ჟილეტებს შორის?
    პასუხი: ელექტრონული ჟილეტები (Daedo/KPNP) გამოიყენება ოფიციალურ ტურნირებზე ქულების ავტომატურად დათვლისთვის, ხოლო ჩვეულებრივი ჟილეტები ყოველდღიურ სავარჯიშო სპარინგებში.

  • რა განსხვავებაა კლუბურ და ეროვნული ნაკრების ვარჯიშებს შორის?
    პასუხი: საკლუბო ვარჯიში ასევე მოიცავს ზოგად განვითარებასა და საბაზისო ტექნიკის ათვისებას. უშუალოდ ნაკრების დონეზე შეკრებებზე არის გაზრდილი ვარჯიშების ინტენსივობა, მოქმედებს სპეციფიკური ტაქტიკური და ფუნქციური მომზადების გეგმა.

  • რა ასაკში ხდება მოსწავლის გადაყვანა დამწყებიდან სპორტულ/საშეჯიბრო ჯგუფში?
    პასუხი: გადაყვანა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ასაკზე, მთავარი არის მოსწავლის ტექნიკური შესაძლებლობები/მზაობა, დისციპლინა და მწვრთნელის შეფასება (ჩვეულებრივ 6-12 თვის ვარჯიშის შემდეგ).

  • როგორ იზომება მოსწავლის პროგრესი, თუ ის შეჯიბრებებზე არ გადის?
    პასუხი: პროგრესი ფასდება ქამრების გამოცდებით, ტექნიკური ილეთების დახვეწით, ფიზიკური ნორმატივების გაუმჯობესებითა, სავარჯიშო დისციპლინით, მაღალი ჩართულობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.
სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით.