ㅤგაწევრიანებაㅤ
ㅤგაწევრიანებაㅤ
#1 | რა ასაკიდან არის რეკომენდებული ტაეკვონდოს დაწყება?

/ სიახლეები & ბლოგი 

ბლოგი
ბოლო სიახლეები / ჩანაწერები

ㅤხშირად ისმის კითხვა, „ხომ არ არის ტაეკვონდოს ვარჯიშების დაწყება კონკრეტულ ასაკებში ადრე ამ სპორტისთვის?“ ან „ხომ არ არის მაგალითად 13-14 წლის ასაკში ტაეკვონდოს დაწყება გვიანი?“
ㅤტაეკვონდო მორგებულია ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების ყველა ეტაპზე. მიღება იწყება 5 წლიდან, ხოლო სავარჯიშო პროგრამები დაყოფილი არის ასაკობრივ ჯგუფებად.

  • 5-7 წელი (სპორტულ-გამაჯანსაღებელი ეტაპი): ამ ასაკში ვარჯიში მიმდინარეობს თამაშის და ტანვარჯიშული ელემენტების და საბაზისო ტექნიკის მხოლოდ ზედაპირულ დონეზე შესრულებულ ფორმატში. მთავარი აქცენტი კეთდება კოორდინაციის, მოქნილობის, წონასწორობისა და დისციპლინის ჩამოყალიბებაზე.
  • 8–11 წელი (სპეციალიზებული ეტაპი): ტაეკვონდოს საბაზო ტექნიკა, სიღრმისეული დაუფლება, მომზადება ქამრების სერტიფიცირებისთვის და პირველ შეჯიბრებითი გამოცდილების მიღება.
  • 12+ წელი (პროფესიული / სანაკრებო ეტაპი): მიმდინარეობს ინტენსიური ფიზიკური და ტაქტიკური მზადება. აქცენტი ეროვნული ფედერაციის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირებზე ასპარეზობაზე კეთდება. ტაეკვონდოს დაწყება მოზარდებში არის ეფექტური იმ კუთხით, რომ ისინი ტექნიკის სწრაფად, თუმცა ეტაპობრივად ათვისებას წარმატებულად ახერხებენ.

ㅤტაეკვონდო ადრეულ თუ მოზარდობის ასაკში აყალიბებს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ადრეულ ასაკში ვარჯიში ეხმარება ენერგიის მიზნობრივად დახარჯვას, ავითარებს თვითდისციპლინას და ზრდის ყურადღების კონცენტრაციას (რაც სკოლის სასწავლო პროცესშიც ეხმარება), ხოლო მოზარდობისას დაწყებული პროცესი ეყრდნობა ტექნიკის გააზრებულ ათვისებას, უზრუნველყოფს ათლეტურ განვითარებას და დროში გაწერილად წარმატებების მიღწევას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.
სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით.