ㅤგაწევრიანებაㅤ
ㅤგაწევრიანებაㅤ
გამოცდილების გაზიარება პოლონელ ჩემპიონთან ერთად

/ სიახლეები & ბლოგი 

post categories
ბოლო სიახლეები

ㅤტაეკვონდოს კლუბი კვონმა დიდი სიხარულით უმასპინძლა ნიჭიერ სპორტსმენ ოსკარ ნაპიერლის - პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი და ტიტულოვან კლუბის - AZS AWF Poznań - Taekwondo Olimpijskie-ის წევრს, ეს არის კლუბი რომელიც რეგულარულად ამზადებს მაღალი კლასის სპორტსმენებს.
ㅤკლუბ კვონის 8-დღიანი აქტიური სავარჯიშო პროცესი ჩვენი სპორტსმენებისთვის და ოსკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული იყო ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ოსკარი გახლავთ პოლონეთის ჩემპიონატის გამარჯვებული და არაერთი საერთაშორისო სარეიტინგო შეჯიბრის საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენი.
ㅤასეთი ტიპის აქტივობები დადებითად აისახება მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და თანამშრობლობისთვის ხელის შეწყობაში.
ㅤაღნიშნულ პერიოდში ჩვენს ვარჯიშებში ასევე მონაწილეობდნენ სპორტსმენები კლუბ TKD PANDA-დან და კლუბ Taekwondo CLUB Warriors Georgia-დან - კლუბი ,,კვონი'' დიდ მადლობას უხდის მათ ჩართულობისთვის.
ㅤვუსურვებთ ოსკარს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ტაეკვონდოს კარიერასა და ასევე სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, ასევე ვუსურვებთ მის კლუბს მუდმივ პროგრესს.