ㅤგაწევრიანებაㅤ
ㅤგაწევრიანებაㅤ
#2 | ტაეკვონდოს სპეციფიკა – რატომ ითვლება ის თანამედროვეობის ელიტარულ სპორტად?

/ სიახლეები & ბლოგი 

ბლოგი
ბოლო სიახლეები / ჩანაწერები

ოლიმპიური დისციპლინა, ელექტრონული ტექნოლოგიები და ელიტარული სპორტული კულტურა (აქცენტი კეთდება სპორტის მაღალტექნოლოგიურობასა და ოლიმპიურ სტანდარტებზე) - რატომ ირჩევენ ტაეკვონდოს

ㅤტაეკვონდო გლობალური, მაღალტექნოლოგიური და ელიტარული ოლიმპიური დისციპლინაა, რომელსაც მსოფლიოს 210-ზე მეტ ქვეყანაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი ეუფლება. ოლიმპიური სპორტის სტატუსი სპორტსმენებისთვის უზრუნველყოფს უმაღლეს დონეზე რეგლამენტირებულ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას.
ㅤთანამედროვე ტაეკვონდო სპორტული ტექნოლოგიების მწვერვალია. ოფიციალურ ტურნირებსა და ოლიმპიადებზე გამოიყენება სენსორული ელექტრონული ჟილეტები, ჩაფხუტები და სპეციალური წინდები (KPNP / Daedo). ქულა იწერება მხოლოდ ზუსტი ტექნიკური დარტყმისა და შესაბამისი ძალის კოორდინაციით, რაც გამორიცხავს მსაჯის სუბიექტურობას. ტაეკვონდოში სრული დამცავი აღჭურვილობის სახით - ჩაფხუტის (პატარა ასაკებში ნიღბით), ჟილეტისა და ტერფის დამცავი წინდების გარდა - მოიხმარება მკლავისა და წვივის დამცავები, ნიჟარა, კაპა და ხელთათმანები, რაც უზრუნველყოფს ტრავმების მინიმუმამდე დაყვანას და ასევე განაპირობებს ტაეკვონდოს როგორც სპორტის ელიტარულობას - პრიორიტეტი უპირველეს ყოვლისა სწორედ სპორტსმენის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
ㅤსეულში მდებარე ტაეკვონდოს მსოფლიო აკადემია - Kukkiwon - განსაზღვრავს ტექნიკურ სტანდარტებს. ტაეკვონდოში მიღებული შავი ქამარი და სერტიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ㅤტაეკვონდოში პირველივე დღიდან ვხდებით განვითარების მკაფიო ჯაჭვს: ვარჯიში, დისციპლინა, ქამარი, შეჯიბრი, პროგრესი, შედეგი, ჩემპიონატი, ნაკრები, საერთაშორისო ასპარეზი.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები მიმდინარეობს სისწრაფეში, პლასტიკურობასა და მოქნილობაში, სიძლიერეს, ბალანსსა და კოორდინაციაში.

  • ძირითადი გზავნილებია: დისციპლინა; ფიზიკური განვითარება; თვითკონტროლი; კონცენტრაცია (რაც პირდაპირ აისახება სკოლის შედეგებზეც). სპორტული მიზნების ჩამოყალიბება; შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა; ჯანსაღი ცხოვრების სტილი.
  • პროგრესი მხოლოდ დარბაზში არ მიიღწევა, სპორტული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმს სჭირდება აღდგენა, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრულფასოვანი ძილითა (8–9 საათი) და ბალანსირებული კვებით.
  • პირველ ეტაპზე აქცენტი კეთდება ბაზის სწორად ჩამოყალიბებაზე, სადაც წარმატება ასევე დამოკიდებულია რეგულარულობაზე - კვირაში საშუალოდ 3-ჯერ ვარჯიშის რეჟიმი აყალიბებს დროის სწორად მართვას და ტაეკვონდოს ეფექტურ შესწავლას.
  • შეჯიბრს თან სდევს და ასწავლის გამარჯვების ემოციებს და ასევე წაგების შემთხვევაშიც ამის ღირსეულად მიღებას (შეცდომების ანალიზი, მშობელთა მხრიდან კი აუცილებლად გამოიხატება მის მიმართ ემოციური მხარდაჭერა) და ხასიათის სიმტკიცეს.

ㅤტაეკვონდოში ქამრების სისტემა (Gup/Dan) ასწავლის შრომის დაფასებას და ეტაპობრივად მიზნების მიღწევას. ქალთა და მამაკაცთა შეჯიბრებები აბსოლუტურად თანაბარი ინფრასტრუქტურით, საპრიზო ფონდითა და მედიის დროით არის წარმოდგენილი და ტაეკვონდო ბიჭებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად პოპულარული სპორტია გოგონებშიც.

ㅤოლიმპიადის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების გარდა, ტარდება ოფიციალური G-კლასის (G1, G2, G6, G10, გრან პრი, გრან სლემი) სარეიტინგო ტურნირები და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები. ასევე ტაეკვონდოს აქვს ოფიციალური პარაოლიმპიური სტატუსი. შეჯიბრებები ტარდება ასევე პუმსეში: მოძრაობათა ფორმების თანმიმდევრული შესრულება. ერთ-ერთ მიმართულებად ითვლება ჰო შინ სული (ტაეკვონდოს საფუძვლები) და ასევე კიოკპა (სადემონსტრაციო ქორეოგრაფიული შესრულება - საგნების ტეხვისა და აკრობატული ილეთების დემონსტრაცია).

ტაეკვონდოს შესწავლა ეტაპობრივად შემდეგი სახისაა:

  • 1-ლი ეტაპი - დამწყებები (5 წლიდან) - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, დისციპლინა - დარბაზის ეტიკეტი.
  • მე-2 ეტაპი: ქამრების სისტემა - თეთრი/ყვითელი (საბაზისო ტექნიკა)
  • მე-3 ეტაპი: მწვანე/ლურჯი (ფიზიკური კონდიციები / სპარინგი), წითელი/შავი (მაღალი ოსტატობა და ტაქტიკური მომზადება, შეჯიბრებები, ადგილობრივი ტურნირები, ეროვნული ჩემპიონატი და საერთაშორისო G-კლასის (G1, G2) და უფრო მაღალი რანგის ტურნირები).

ტაეკვონდოს სამყაროში ითვლება, რომ შავი ქამრის მიღებით სპორტსმენი კი არ ამთავრებს სწავლას, არამედ „ახლა იწყებს სპორტის ნამდვილ გააზრებას.

ㅤტაეკვონდო ეს არის არჩევანი და გზა - ჯანსაღი ცხოვრების სტილი, დისციპლინა და მსოფლიოში აღიარებულ სპორტში წარმატების შესაძლებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.
სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით.