ㅤკვირას, 10 მაისს, კლუბი კვონი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ აკადემიას სტუმრობდა, სადაც გაიმართა ერთობლივი ამხანაგური აქტივობა - სპორტსმენებმა სხვადასხვა მიმართულებით ივარჯიშეს, მათ შორის:
- სპარინგები ელექტრონულ სასპარინგო აღჭურვილობაზე
- Speed Kick დარტყები (სისწრაფის ვარჯიშები) სპეციალურ სენსორულ სისტემაზე
- სპეციალური დარტყმების შესრულება და დაფების გატეხვა ,,კიოკპას'' სტილში
- საბაზისო ტექნიკური მოძრაობების შესრულება
ㅤვარჯიში სპორტულ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა. მსგავსი ტიპის აქტივობა მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების და ტაეკვონდოს სხვადასხვა მიმართულებაში პრაქტიკის მიღების შესაძლებლობის კუთხით.
